Tag Archives: გავრცელებული

ეშერიქიოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ეშერიქიოზი – ფართოდ გავრცელებული (განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში) მწვავე ინფექციური ნაწლავური დაავადება, რომელსაც იწვევს ნაწლავის ჩხირის პათოგენური სახესხვაობები. გამომწვევის წყაროა დაავადებული ადამიანი, ჯანმრთელი ბაქტერიამტარებლები და ცხოველები. დასნებოვნება ხდება წყლისა და საკვები პროდუქტების გამოყენებით. ინკუბაციური პერიოდი 12 საათიდან 6 დღემდეა. ვლინდება მუცელში ტკივილებით, თხიერი განავლით, ღებინებით. შესაძლოა აღინიშნებოდეს ცხელება

Read More

ექსუდაციური ენტეროპათია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ექსუდაციური ენტეროპათია – (ბავშვებში) დაავადებებისა და პათოლოგიური მდგომარეობების ჰეტეროგენული ჯგუფი, რომელიც ხასიათდება პლაზმის ცილების მომატებული დაკარგვით კუჭ – ნაწლავის ტრაქტიდან, შეწოვის მოშლისა და ჰიპოპროპტეინემიის მოვლენებით, ასევე შეშუპებებით, ფიზიკური განვითარების შეფერხებით. ეტიოლოგია, პათოგენეზი. განასხვავებენ პირველად (მემკვიდრულ) და მეორად (შეძენილ) ექსუდაციურ – ენტეროპათიას. ავადმყოფთა უმრავლესობაში ვლინდება ლიმფანგიექტაზია ნაწლავის შემოფარგლულ

Read More