Tag Archives: გამოდევნების

ნაწლავთა მექანიკური გაუვალობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნაწლავთა მექანიკური გაუვალობა – შეიძლება იყოს ობტურაციული და სტრანგულაციური. ობტურაციული გაუვალობის დროს ადგილი აქვს ნაწლავის სანათურის გაჭყლეტას, ჯორჯალის და მის სისხლძარღვების კომპრესიის გარეშე: სიმსივნე, განავლოვანი კენჭები, ნაწლავის გაჭყლეტა გარედან თირკმლის ან გინეკოლოგიური ორგანოების სიმსივნით. სტრანგულაციური გაუვალობის დროს გარდა ნაწლავის სანათურების გაჭყლეტისა, ადგილი აქვს ჯორჯალის სისხლძარღვების კომპრესიას, რაც

Read More

ვაკუუმ – ექსტრაქცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ვაკუუმ – ექსტრაქცია – მშობიარობისას ნაყოფის გამოდევნების ოპერაცია სპეციალური აპარატით – ვაკუუმ – ექსტრაქტორით, რომლის ფიალა ეხურება ნაყოფს თავზე მჭიდროდ, ჰაერის გაიშვიათების ხარჯზე. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

ალფელდის ნიშანი

ალფელდის ნიშანი – პლაცენტის გამოდევნების ერთ – ერთი კლინიკური ნიშანი მშობიარობის შემდგომ პერიოდში, რომელიც ვლინდება სასქესო ნაპრალიდან გამოსული ჭიპლარის დაგრძელებით, პლანცეტის გადაადგილების შედეგად საშვილოსნოს ქვედა სეგმენტში ან საშოში. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

აბულაძის მეთოდი

აბულაძის მეთოდი – (კ. ს. აბულაძე, ქართველი ფიზიოლოგი) მომყოლის გამოდევნების სამეანო მეთოდი, რომელის დროსაც ხდება მუცლის ორივე სწორი კუნთის დაჭერა (ფიქსაცია) ვერტიკალური ნაკეცის წარმოქმნით, რის შემდეგ მშობიარეს სთხოვენ რომ გაიჭინთოს.