Tag Archives: გამოიმუშავებენ

ფარისებრახლო ჯირკვალი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფარისებრახლო ჯირკვალი – (glandula parathyroidea)   ენდოკ­რინული ჯირკვალი, გამოიმუშავებს პარათიროიდულ ჰორმონს, არეგულირებს კალციუმის ცვლას. პარენქიმა წარმოდგენილია ეპითელური  უჯრედებით, პარათიროციტების ჭიმებით ან გროვებით, რომ­ლებიც მრავალრიცხოვანი სისხლის კაპილარების შემცველი თხელი ფაშარი ბოჭკოვანი შემაერთებელი ქსოვილის ჩამონაფენებით არის გამოყოფილი. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) 2. 

Read More

სეკრეციული უჯრედები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სეკრეციული უჯრედები – (cellulae secretoriae)   ბრონქების ამომფენი სეკრეციული ეგზოკრინოციტები (exocrinocyti bronchiolares), ბრონქის ეპითელიუმის უჯრედთა ერთ – ერთი სახე გუმბათისებრი მწვერვალითა და აპიკალურ ნაწილში სეკრეციული გრანულებით; გამოიმუშავებენ სეკრეციული ნაწილების მფარავ სურფაქტანტის დამშლელ ფერმენტს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო

Read More