Tag Archives: გამომწვევია

ქორიომენინგიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქორიომენინგიტი – თავის ტვინის გარსების ანთება, თავის ტვინის სისხლძარღვოვანი წნულების პროცესში ჩართვით. მისი გამომწვევია ვირუსი. კლინიკურად ვლინდება თავის ინტენსიური ტკივილებით, თავის ტვინის გარსების გაღიზიანების სიმპტომებით, მაღალი ლიმფოციტარული პლეოციტოზით თავზურგტვინის სითხეში. შესაძლოა აღინიშნებოდეს აგრეთვე კანზე გამონაყარი, ალოპეცია, პნევმონია, პაროტიტი, ორქიტი, მიოპერიკარდიტი, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია;  მკურნალობა სიმპტომატურია.  პროგნოზი – კეთილსაიმედო.

Read More

ქორიოენცეფალიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქორიოენცეფალიტი – 1. (სინ.: ფსიქოსენსორული ენცეფალიტი)  ლიმფოციტარული ქორიომენინგიტის იშვიათი ფორმა, რომელიც ვლინდება მენინგოენცეფალიტის სიმპტომებით. გამომწვევია ლიმფოციტარული ქორიომენინგიტის ვირუსი. დაავადება იწყება მწვავედ, თავის ტკივილით, ტემპერატურის მომატებით, სისუსტით, ზოგჯერ აღინიშნება ხველა, სურდო; ცალკეულ ავადმყოფებს უკვე ამ პერიოდში აღენიშნებათ ჰალუცინაციები, ძილის დარღვევა, წყურვილის გაძლიერება. რამდენიმე დღის შემდეგ ავადმყოფთა მდგომარეობა უმჯობესდება,

Read More

ქატოსებრი ლიქენი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქატოსებრი ლიქენი – კანის სოკოვანი დაავადება. ეტიოლოგია, პათოგენეზი. გამომწვევია საფუარისებრი სოკო Pityrosporum orbiculare, რომელიც პარაზიტობს ეპიდერმისის რქოვან შრეში. წინასწარგანმწყობ ფაქტორებს მიეკუთვნება მომატებული ოფლიანობა, სებორეული დიათეზი. კლინიკური სურათი. გულმკედის, ზურგის, კისრის, იშვიათად მხრის სარტყლის კანზე და თავის თმიანი ნაწილზე ჩნდება მცირე ზომის (დიამეტრით 3 – 5 მმ) არაანთებითი,

Read More

ფსიქოტექნოლოგია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფსიქოტექნოლოგია – (ფსიქოლოგია)  (ბერძ. toxicon  – შხამი და logos – სწავლება) სამედიცინო ფსიქოლოგიის დარგი, რომელიც შეისწავლის ფსიქიკური დარღვევების ნეიროქიმიურ მექანიზმებს, მათ გამოვლინებებსა და მკურნალობას, რომელთა გამომწვევია ქიმიური ნივთიერებები, სახელდებული როგორც ფსიქომიმეტიკები ან ჰალუცინოგენები (დელიზიდი, მესკალინი, ფსილოციბინი და სხვ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა

Read More

უიპლის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უიპლის დაავადება – იშვიათი დაავადება, რომელიც ხასიათდება ლიპიდური ცვლის დარღვევით, ლიპიდურ – პოლისაქარიდული კომპლექსების დაგროვებით და ანთებითი რეაქციებით სხვადასხვა ორგანოებში. გამომწვევია ჩხირისებრი ბაქტერია. დაავადების მიმდინარეობაში გამოყოფენ 3 ფაზას. თავდაპირველად ვლინდება სისუსტით, ართრალგიებით, ანემიით. მეორე ფაზა ხასიათდება ტკივლებით მუცელში, დიარეით, სტეატორეით, ცხელებით, სხეულის მასის დაქვეითებით, ლიმფოადენოპათიით, კანის პიგმენტაციით,

Read More