Tag Archives: გამოსხივების

წყლული სხივური

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი წყლული სხივური – (სინ.: რენტგენული წყლული) კანის ან ლორწოვანი გარსის დეფექტი, რომელიც წარმოიქმნება იონიზირებადი გამოსხივების ზემოქმედების შედეგად. წყლულის წარმოქმნას ჩვეულებრივ წინა უსწრებს ქავილი, ჰიპერემია, წვის შეგრძნება კანის დასხივებულ უბანზე. როგორც წესი, სხივური წყლულები ვითარდებიან დუნედ მიმდინარე რადიოეპიდერმიტის და რადიოეპითელიიტის ფონზე. დამახასიათებელია ტორპიდული მიმდინარეობა, პროგრესირება. სიმპტომატიკა განისაზღვრება წყლულის

Read More

ფიბროზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფიბროზი – მკვრივი ბოჭკოვანი შემაერთებელი ქსოვილის ზრდა, მაგ. ანთების შედეგად ან ქსოვილზე იონიზირებადი გამოსხივების ზემოქმედებით. გაფრთხილება! ________________________________________

სითბური დაკვრა

სითბური დაკვრა – მწვავედ განვითარებული პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც განპირობებულია ორგანიზმის თერმორეგულაციის დარღვევით მასზე ჰაერის მაღალი ტემპერატურის ან ინფრაწითელი გამოსხივების (სითბური) ხანგრძლივი ზემოქმედებით; სიმპტომები, მიმდინარეობა ხასიათდება სხეულის ტემპერატურის მომატებით, გაძლიერებული ოფლდენით, პულსისა და სუნთქვის გახშირებით, თავის ტკივილით, გულისრევითა და ღებინებით, ადინამიით, გულის წასვლით, ხოლო მძიმე შემთხვევებში  –  ფსიქომოტორული აგზნებით, კრუნჩხვებით, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევით. სითბური დაკვრა –

Read More

სამედიცინო რადიოლოგია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სამედიცინო რადიოლოგია – მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის იონიზირებადი გამოსხივების გამოყენებას დაავადებების შესწავლისა და მკურნალობისათვის, გამოსხივების ზემოქმედებას ორგანიზმზე და დასხივების საწინააღმდეგო დაცვის პრობლემებს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

რენტგენოანატომია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რენტგენოანატომია – რენტგენოლოგიისა და ანატომიის ნაწილი, რომელიც შეისწავლის ორგანიზმის, მისი ცალკეული ორგანოების ფორმასა და აგებულებას რენტგენის გამოსხივების საშუალებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა