Tag Archives: გამოსხივების

რადიომეტრიული ანალიზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რადიომეტრიული ანალიზი – ნივთიერების ქიმიური შედგენილობის ანალიზის მეთოდი, რომელიც დამყარებულია რადიოაქტიური იზოტოპებისა და ბირთვული გამოსხივების გამოყენებაზე. რადიომეტრიული ანალიზისთვის იყენებენ რადიომეტრიულ ხელსაწყოებს. არსებობს რადიომეტრიული ანალიზის რამდენიმე ხერხი: პირდაპირი რადიომეტრიული განსაზღვრა , რადიომეტრიული ტიტვრა, იზოტოპური განზავების მეთოდი, ფოტონეიტრონული მეთოდი. [“1”] გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა

Read More

რადიოლოგია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რადიოლოგია – (რადიო… და …ლოგია), მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის მაიოიზებელი გამოსხივების წყაროების გამოყენების თეორიას და პრაქტიკას დაავადებათა დიაგნოსტიკისა და მკურნალობისათვის და მათ ბიოლოგიურ მოქმედებას ცოცხალ ორგანიზმზე. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

რადიაციული პათოლოგია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რადიაციული პათოლოგია – დაავადებების, პათოლოგიური პროცესებისა და მდგომარეობების ერთობლიობა, რომლებიც გამოწვეულია ორგანიზმზე იონიზირებადი გამოსხივების ზემოქმედებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

რადიაციული ობიექტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რადიაციული ობიექტი – საწარმოო, საცდელ – საკვლევი, სამედიცინო ან ნებისმიერი სხვა დანიშნულების ობიექტი, დანადგარი, მოწყობილობა ან ხელსაწყო, რომელიც აწარმოებს ან იყენებს რადიაქტიურ ნივთიერებებს და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროებს, ან ორიენტირებულია რადიაქტიური ნარჩენების მართვაზე – შეგროვებაზე, შენახვაზე, გადამუშავებაზე, ტრანსპორტირებასა და დამარხვაზე; (საქართველოს კანონი ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ).

Read More

რადიაქტიური ნარჩენი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რადიაქტიური ნარჩენი – ბირთვული და რადიაციული ობიექტების ფუნქციონირების პროცესში წარმოქმნილი, ნებისმიერ აგრეგატულ მდგომარეობაში მყოფი ნივთიერებები, აგრეთვე მასალები, მოწყობილობები, დანადგარები, ნაკეთობები, ბიოლოგიური ობიექტები, გამომუშავებული ბირთვული საწვავი და რესურსამოწურული ან დაზიანებული მაიონებელი გამოსხივების წყაროები, რომლებშიც რადიონუკლიდების შემცველობა აღემატება ნორმატიული აქტებით რეგლამენტირებულ დონეს, რომელთა გამოყენება დღეისათვის არსებული სამეცნიერო – ტექნიკური

Read More