Tag Archives: გამრავლების

სომატური მუტაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სომატური მუტაცია – სხეულის უჯრედებში წარმოქმნილი მუტაცია, რომელიც იწვევს ორგანიზმის მოზაიკურიბას, ე. ი. ორგანიზმში ქრომოსომთა რაოდენობით ან გენებით განსხვავებული უჯრედების , ქსოვილების ან ნაწილების წარმოქმნას. სომატური მუტაცია თავისი ბუნებით არ განსხვავდება სასქესო უჯრედებში წარმოქმნილი ანუ გენერაციული მუტაციისაგან და შეიძლება იყოს გენური, ქრომოსომული, ან გენომური. თუ სომატური მუტაცია

Read More

საკვერცხის ატრეზიული ფოლიკული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი საკვერცხის ატრეზიული ფოლიკული – (folliculus atreticus ლათ. folliculus  –  პარკი, atretos  –  აკრძალული) ფოლიკული, რომელიც ვითარდება ისე, რომ მომწიფებას არ მიაღწევს. საკვერცხეში ატრეზიული  –  ოოციტით დაღუპული ფოლიკულებია. ატრეზიას შესაძლებელია განიცდიდეს როგორც პრიმორდიული, ასევე მზარდი ფოლიკულები. ატრეზიის პროცესი პრიმორდიულ ფოლიკულებში იწყება ოოციტის დეგენერაციით, ხოლო შემდეგ თვით ფოლიკუ­ლოციტებიც გადაგვარდება.

Read More