Tag Archives: განაყოფიერება

განაყოფიერება

განაყოფიერება – (fertilizatio) ქალისა და მამაკაცის გამეტების შეერთება ერთ უჯრედად. მიღებული უჯრედი უკვე ახალი ორგანიზმია და მას ზიგოტა (zygota ბერძნ.zygote – შეწყვილებული) ეწოდება. ზიგოტა არა მარტო უჯრედია, არამედ ახალი ორგანიზმია განვითარების ერთუჯრედოვან სტადიაზე. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)განაყოფიერება – სასქესო უჯრედების, გამეტების შერწყმის პროცესი, რომლის შედეგად მიიღება განაყოფიერებული

Read More

ავტოგამია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ავტოგამია – (ავტო… ბერძ. gamos – ქორწინება) 1) თვითდამტვერვა და თვითგანაყოფიერება უმაღლეს მცენარეებში; 2) თვითგანაყოფიერება ერთუჯრედიან ორგანიზმებში (ორი ბირთვის შერწყმა) გაფრთხილება! ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. სამონასტრო ბაღები

აგამოსპერმია

აგამოსპერმია – (agamospermia ბერძნ.a – უარყოფა, იხ.გამეტები და sperma, spermatos – თესლი) სქესობრივი გამრავლების გამარტივებული მეთოდი მდედრობითი გამეტების განვითარების საფუძველზე, რომლის პროცესში განაყოფიერება არ ხდება. მამრობითი გამეტები ამ პროცესში მხოლოდ ზიგოტის დაყოფის სტიმულატორების როლს ასრულებენ. იხ.პართენოგენეზი. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)