Tag Archives: განლაგება

განგლიონი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი განგლიონი – (ბერძნ. ganglion – კვანძი), ნერვული უჯრედების (ნეირონების), ნერვული ბოჭკოების და მათი თანმხლები ქსოვილების ანატომიურად გამოცალკევებული გროვა. აქვს მრავალ უხერხემლოს, ყველა ხერხემლიანს და ადამიანს. ტოპოგრაფიულად განარჩევენ მალთაშუა, მალებთანა და მალისწინა განგლიონებს. თითოეულ განგლიონში ნეირონების სხეულებს გარს ერტყმის უჯრედ სატელიტების ფენა, რომლის გარეთ თხელი შემაერთებელქსოვილოვანი კაფსულაა განვითარებული.

Read More

აპერის სინდრომი

აპერის სინდრომი – (E. Apert, ფრანგი პედიატრი) მემკვიდრეობითი ანომალიების სიმპტომთკომპლექსი, რომელიც ხასიათდება ქალას სახის ძვლების დეფორმაციით სინდაქტილიითა და ძვლოვანი სისტემის სხვა დეფექტებით. აპერის სინდრომის დროს ბავშვს აქვს დამახსაიათებელი სახე: კოშკისებური თავი, თვალის ნაპრალის ირიბი განლაგება, ეგზოფთალმი, კაუჭისებრი ცხვირი, სინდაქტილია, პოლიდაქტილია; აღინიშნება ასევე ძვლოვანი სისტემის სხვა დეფექტებიც: ხერხემლის განვითარების მანკები, იდაყვის სახსარში მოძრაობის გაძნელება, კბილები ამოდის

Read More