ტრაუბეს ორმაგი ტონი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტრაუბეს ორმაგი ტონი – (L. Traube, 1818 – 1876, გერმ. თერაპევტი;) აუსკულტაციური ფენომენი: გაორმაგებული ტონი, რომელიც მოისმინება მსხვილი არტერიის გაჭყლეტისას; ნიშანია აორტის სარქვლის უკმარისობისა, განპირობებული სისხლის რეგურგიტაციით გულის მარცხენა პარკუჭში დისტოლის ფაზაში. Read More …

გალოპის რიტმი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გალოპის რიტმი – გულის სამწევრა (იშვიათად ოთხწევრა) რიტმი, რომლის წარმოქმნაც განპირობებულია ფიზიოლოგიური ტონების გაძლიერებით, რომელიც ნორმის პირობებში არ მოისმინება (მაგრამ რეგისტრირდება ფონოკარდიოგრაფიულად). აუსკულტაციური ნიშნებით მოგვაგონებს ცხენის გალოპის რიტმს. ამ დროს გულის თითოეული Read More …