Tag Archives: გარეგანი

ნაუტილუსი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნაუტილუსი – (Nautilus), უხერხემლოთა გვარი თავფეხიანების კლასისა. ნაუტილუსი ოთხლაყუჩიანთა ქვეკლასის ერთადერთი თანამედროვე ჯგუფია. აქვს გარეგანი, სპირალურად დახვეული, საკნებიანი ნიჟარა, რომლის დიამეტრია 30 სმ. საკნებს ჰიდროსტატიკური აპარატის დანიშნულება აქვს. ნაუტილუსის რამდენიმე სახეობა გავრცელებულია ინდოეთის ოკეანეში და წყნარი ოკეანის დას. ნაწილში. ნაუტილუსი ფსკერზე ხოხავს ან წყლის ზედაპირზე დაცურავს, იკვებება

Read More

მენსტრუალური ციკლი

მენსტრუალური ციკლი – (cyclus menstrualis) რთული ციკლური ფიზიოლოგიური პროცესი ქალის ორგანიზმში. ახასიათებს ციკლური ცვლილებები და მეორდება 21 – 30 დღე – ღამის შემდეგ. მისი გარეგანი მოვლენაა სისხლდენა საშვილოსნოდან, რასაც მენსტრუაცია ეწოდება. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი