Tag Archives: გარსი

საჭმლის მომნელებელი ლულის ადვენტიციური გარსი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი საჭმლის მომნელებელი ლულის ადვენტიციური გარსი – (tunica adventitialis ლათ. adventicus  –  გარეთა)  გარეთა გარსი, წარმოქმნილი ფაშარი უფორმო ბოჭკოვანი შემაერთებელი ქსოვილით, რომელიც ჭარბად შეიცავს სისხლძარღვებსა და ნერვებს. მკვეთრი საზღვრის გარეშე სხვა გვერდით მდებარე ორგანოთა შემაერ­თებელ ქსო­ვილებში გადადის. ასრულებს დამცველობით, მექანიკურ ფუნქციებს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და

Read More

საშვილოსნოს, მიომეტრიუმის კუნთოვანი გარსი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი საშვილოსნოს, მიომეტრიუმის კუნთოვანი გარსი – (tunica muscularis myometrii)  შედგება გლუვი კუნთოვანი  უჯრედების სამი შრისაგან: შიგნითა (ლორწქვეშა), ირიბგასწვრივი, შუა  –  ცირკულური სისხლძარღვებით მდიდარი და გარეთა  –  ირიბგასწვრივისაგან. კუნთოვან ბოჭკოებს შორის ფაშარი ბოჭკოვანი შემაერთებელი ქსოვილი დიდი რაოდენობით შეიცავს ელასტიკურ ბოჭკოებს და შემაერთებელქსოვი­ლოვან უჯრედებს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის

Read More