Tag Archives: გარს

სარკოლემა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სარკოლემა – (sarcolemma ბერძნ. sarx, sarcos  –  ხორცი, სხეული, lemma  –  გარსი)  კუნთოვანი ბოჭკოს პლაზმოლემა მის გარშემო მყოფ ბაზალურ მემბრანასთან ერთად. თხელი გარსი, რომელიც გარს ეკვრის ჩონჩხის განივზოლიან კუნთოვან ბოჭკოს. შედგება სამი კომპონენტისაგან: 1. მიოსიმპლასტის პლაზმოლემა; 2. ბაზალური­ მემბრანა და მათ შორის 3. კამბიური  უჯრედები  –  მიოსატელიტოციტები

Read More

საკვერცხის ფოლიკულური უჯრედები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი საკვერცხის ფოლიკულური უჯრედები – (folliculocyti ლათ. folliculus  –  პარკუჭი, ბუშტუკი)   საკვერცხის ფოლიკულოციტი (folliculocytus ovarius), ეპითელური  უჯრედები, რომლებიც გარს ეკვრიან ოვოციტს განვითარებადი ფოლიკულებისა და საკვერცხის გრააფის ბუშტუკების შემადგენლობაში. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები

Read More