Tag Archives: მიკროფილარიების

ფილარიატოზები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფილარიატოზები – ადამიანის ქრონიკული ინვაზიური დაავადება, რომელიც გამოწვეულია ჰელმინთებით – ფილარიებით. გადამტანებია სისხლმწოვი მწერები. ტროპიკული ჰელმინთოზების ჯგუფი, რომელთა დროს ზიანდება კანქვეშა უჯრედისი, სეროზული გარსები, თვალები, ლიმფური სისტემა. დასნებოვნება ხდება სისხლმწოვი მწერების კბენით. ფილარიატოზებს მიეკუთვნება აკანტოქეილონემატოზი, ბრუგიოზი, ვუქერერიოზი, ლოაოზი, მანსონელოზი, ონქოცერკოზი. დიაგნოზი ემყარება სისხლში მიკროფილარიების აღმოჩენას. გაფრთხილება! ბმულები:

Read More

რობლეს დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რობლეს დაავადება – ონქოცერკოზი. იწვევს ფილარია. შუალედი პატრონია ქინქლა, საბოლოო ადამიანი. ინფექცია გავრცელებულია აფრიკაში. კანის ფორმის დროს წარმოიშობა პატარა პაპულები, რაც გარდაიქმნება პუსტულებში, რომლებიც წყლულდება. მათ ირგვლივ კანი გახევებული და შეჭმუხვნილია (შაგრენის ტყავი). მიკროფილარიების თვალში მოხვედრისას პიგმენტური შრის ატროფია და პარენქიმულიი კერატიტი. მოზრდილი პარაზიტი ბუდობს კანქვეშა შრეში,

Read More