გასტრულა
გასტრულა – (ბერძნ.gaster – კუჭი) გასტრულაციის პერიოდში განვითარებადი ორგანიზმია. ლანცეტაში გასტრულა ორშრიანი ფიალის მსგავსია, რომლის შრეებს შორის ნაპრალისებრი სივრცე ბლასტოცელის ნარჩენია. გასტრულას შიგნითა ღრუ – გასტროცელი გარემოსთანაა დაკავშირებული ბლასტოპორის – (blastoporus), ანუ პირველადი პირის მეშვეობით. უმაღლეს ხერხემლიანებში გასტრულას აქვს სამშრიანი აგებულება. მასში არჩევენ ჩანასახოვან ფურცლებს: გარეთა – ექტოდერმას, შუა – მეზოდერმას და შიგნითა – ენდოდერმას.