Tag Archives: ენდოდერმას

მეზოდერმა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მეზოდერმა – (mesoderma ბერძნ.mesos – შუა; derma – კანი, გარსი)­ შუა ჩანასახოვანი ფურცელი, წარმოქმნილია ექტოდერმის (ქონდ­რია­ნებში) და პირველადი ზოლის (ძუძუმწოვრებსა და ადამიანში) უჯრედების გამოსახულებითა და დიფერენცირებით. ექტო და ენდოდერმას შორის უჯრედთა შრის სახით ლოკალიზდება. 2. მთPJSთKBEმB (mesothelium ბერძნ.mesos – შუა) – ერთშრიანი ბრტყელი ეპითელიუმი, სეროზული გარსების შემადგენლობაში

Read More

გასტრულა

გასტრულა – (ბერძნ.gaster – კუჭი) გასტრულაციის პერიოდში განვითარებადი ორგანიზმია. ლანცეტაში გასტრულა ორშრიანი ფია­ლის მსგავსია, რომლის შრეებს შორის ნაპრალისებრი სივრცე ბლასტო­ცელის ნარჩენია. გასტრულას შიგნითა ღრუ – გასტროცელი გარემოს­თანაა დაკავშირებული ბლასტოპორის – (blastoporus), ანუ პირველადი პირის მეშვეობით. უმაღლეს ხერხემლიანებში გასტრულას აქვს სამშრიანი აგებულება. მასში არჩევენ ჩანასახოვან ფურცლებს: გარეთა – ექტოდერმას, შუა – მეზოდერმას და შიგნითა – ენდოდერმას.

Read More