Tag Archives: გასტრულაციის

ჩანასახოვანი ფურცლები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჩანასახოვანი ფურცლები – (strata germinalia)  ჩანასახის სხეულის ფენები, რომელიც წარმოიქმნება გასტრულაციის პროცესში. ორგანიზმთა უმრავლესობას აქვს 3 ჩანასახოვანი ფურცელი: გარეთა   –  ექტოდერმა, შიგნითა  –  ენტოდერმა, შუა  –  მეზოდერმა. თითოეული ჩანასახოვანი ფურცელი საწყისია გარკვეული ჯგუფის ქსოვილების და ორგანოების. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ჩანასახის პირველადი ფოსო

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჩანასახის პირველადი ფოსო – (ფovea primitiva)    პირ­ველადი კვანძის (nodus primitivus) ჰენზენის კვანძის მწვერვალზე ჩაღრმავებაა პირველადი ღარით (პირველად ზოლზე). იგი ასრულებს ბლასტოფო­რის როლს გასტრულაციის დროს ფრინველებსა და ძუძუმ­წოვრებში. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები

Read More

ყვითრის ბუშტუკი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ყვითრის ბუშტუკი – (vesicula vitellina) პირველადი ყვითრის პარკი (saccus vitellinus primitivus). ჩანასახის ყვითრის პარკის ენდოდერ­მული ნერგი, რომელიც ვითარდება ადამიანის გასტრულაციის პირველ ფაზაში განშრევების შემდეგ ენდოდერმის გამოცალკევებისა და შემ­დგომში ბუშტუკის წარმოქმნით. მოგვიანებით გარდაიქმნება ყვითრის პარკად. ადამიანის ყვითრის პარკი ყვითრს არ შეიცავს და სითხით არის ამოვსებული. (ც. გაჩეჩილაძე, ნ.

Read More

პრექორდული ფირფიტა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პრექორდული ფირფიტა – (lamina prechordalis – ლათ.pre – ადრე, ბერძნ.chorda – სიმი) ემბრიონული ნერგი. ძუძუმწოვრებსა და ფრინველებში ვლინდება გასტრულაციის პროცესში ქორდული მორჩის წინა ნაწილში. პრექორდული ფირფიტის მასალა დასაბამს აძლევს პირის ღრუს, ხახის, საყლაპავის, სასუნთქი გზებისა და ფილტვების ეპითელურ საფარს, აგრეთვე ქორდის წინა ბოლოს და მეზოდერმის წინა ორ

Read More

პრეზუმპციური ნერგები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პრეზუმპციური ნერგები – (ლათ. presumptio – ვარაუდი) მომავალ ორგანოთა სავარაუდო ნერგები, რომლებიც ბლასტულაში გამოყოფილია ექსპერიმენტულად. პრეზუმპციური ნერგებიდან გასტრულაციის პერიოდში წარმოიქმნება ჭეშმარიტი ემბრიონული ნერგები. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა