Tag Archives: გაღიზიანების

მურის სინდრომი

მურის სინდრომი – აბდომინური შაკიკი, მუცლის შაკიკი, მუცლის ეპილეფსია. ნაწლავის შეტევითი გაძლიერებული მოტორიკა თავის ტვინის გაღიზიანების შედეგად. ნიშნები: პაროქსიზმული გაფანტული ტკივილი მუცელში. პროდრომულ პერიოდში გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, სიფერმკრთალე, ყურყური მუცელში, შეტევის დროს მუცლის კუნთების კლონური შეკუმშვა. შეტევის შემდეგ ძილიანობა, დამტვრეულობა. ელექტროენცეფალოგრამაზე ცერებრული დიზრიტმია. [“3”] გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მენინგეალური სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მენინგეალური სინდრომი – (ნერვ. დაავ.) თავის ტვინის გარსების გაღიზიანება, რომელიც შესაძლოა აღინიშნებოდეს მრავალი ინფექციის, ინტოქსიკაციების, მენინგიტების, ქალას შიდა წნევის მომატების, სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევების დროს. სიმპტომები. თავის ტკივილი, სინათლის, შეხების და ხმაურისადმი მგრძნობელობის მომატება. ნერვული ფესვის გაღიზიანების გამო ვითარდება კუნთების რეფლექტორული დაჭიმულობა (რიგიდობა). შეუძლებელია ავადმყოფის თავის მკერდთან მიტანა. აგრეთვე

Read More