Tag Archives: გზების

სასუნთქი გზების მწვავე კატარი

სასუნთქი გზების მწვავე კატარი – კლინიკურად მსგავსი მწვავე ინფექციური დაავადებების საერთო სახელწოდება, რომელთა გამომწვევია უპირატესად ვირუსები (ადენოვირუსები, რეოვირუსები, ენტეროვირუსები); გადაეცემა ჰაერ – წვეთოვანი გზით; რეგისტრირდება სპორადიული შემთხვევებისა და ეპიდემიური აფეთქებების სახით; ხასიათდება სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსების ანთებით (მაგალითად, რინოფარინგიტის, ლარინგოტრაქეიტის სახით), იშვიათად კონიუნქტივიტით, ზომიერი ინტოქსიკაციით. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სანაღვლე გზების დისკინეზია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სანაღვლე გზების დისკინეზია – ნაღვლის ბუშტის, ნაღვლის სადინრების, სფინქტერების ტონუსისა და შეკუმშვის დარღვევა, მათი ნერვული და ჰუმორული რეგულაციის მოშლის გამო. აღინიშნება ნევროზული მდგომარეობების, სანაღვლე გზების დაავადებების, კუჭქვეშა ჯირკვლის, კუჭის, თორმეტგოჯა ნაწლავის და სხვ. დაავადებებისას. ვლინდება გულისრევით, ღებინებით, მეტეორიზმით, ტკივილით მარჯვენა ფერდქვეშა არეში და სხვ. დიაგნოზი დგინდება ულტრაბგერითი

Read More