Tag Archives: გონადოტროპული

გონადოტროპული ენდოკრინოციტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გონადოტროპული ენდოკრინოციტი – (endocrinocytus gona­dotropicus ბერძნ.endon – შიგნით, crinein – გამოყოფა, cytos – უჯრედი და tropos – მიმართულება) ადენოჰიპოფიზის მომრგვალო ფორმის უჯრედი ექსცენტრულად მდებარე ბირთვით, უჯრედის ცენტრში ძლიერ განვითარებული მაკულითა და ციტოპლაზმაში მსხვილი ბაზოფილური გრანულებით. პროდუცირებს ლუთეოტროპინს და ფოლიტროპინს. სინ.ენდოკრინული ადენოციტი – გონადოტროპოციტი. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე.

Read More

ანოვულატორული ციკლი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ანოვულატორული ციკლი – ოვულაციისა და ყვითელი სხეულის განვითარების გარეშე მიმდინარე მენსტრუალური ციკლი, რეგულარული სისხლდენის შენარჩუნებით. აღინიშნება მენსტრუალური ციკლის ჩამოყალიბების (მენარქე), კლიმაქსის და, იშვიათად, შვილოსნოსნობის პერიოდში. ანოვულატორული ციკლი განპირობებულია საკვერცხეების გონადოტროპული სტიმულაციის არასკმარისობით, ასევე ზოგჯერ ჰიპოფიზის მიერ პროლაქტინის გადაჭარბებული სეკრეციით. დიაგნოზის დადგენა ხდება ფუნქციური დიაგნოსტიკის ტესტების საფუძველზე. გაფრთხილება!

Read More