Tag Archives: გულის

მარცხენაპარკუჭოვანი უკმარისობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მარცხენაპარკუჭოვანი უკმარისობა – (insufficientia ventriculi sinistri: სინ. გულის მარცხენაპარკუჭოვანი უკმარისობა) გულის უკმარისობა, რომელიც განპირობებულია მარცხენა პარკუჭის ზედმეტი დატვირთვით, რაც იწვევს სისხლის გადასროლის შემცირებას სისხლის მიმოქცევის დიდ წრეში, მარცხენა წინაგულის გაწელვასა და სისხლის შეგუბებას მცირე წრეში; აღინიშნება მაგ., გულის მანკების, მარცხენა პარკუჭის მიოკარდის მძიმე დაზიანებების დროს. გაფრთხილება! ბმულები:

Read More

მარი – ბამბერგერის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მარი – ბამბერგერის სინდრომი – (P. Marie, ფრან. ნევროპათოლოგი; Е. Bamberger, ავსტრიელი ექიმი; სინ.: მარის დაავადება, ფილტვისმიერი ოსტეოდისტროფია, ოსტეოპათია ჰიპერტროფული ფილტვისმიერი)გრძელი ლულისებრი ძვლების გასქელებისა და სკლეროზის შერწყმა ფრჩხილების ფალანგების გასქელებასთან დოლის ჩხირების სახით; აღინიშნება შინაგანი ორგანოების ზოგიერთი ქრონიკული დაავადებების დროს (კიბო, ჩირქოვანი პროცესები ფილტვებში, ღვიძლის ციროზი, გულის

Read More