Tag Archives: დაბალი

ჰიპოფოსფატაზია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპოფოსფატაზია – მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც ხასიათდება შრატისმიერი და ქსოვილოვანი ტუტე ფოსფატაზის დაბალი დონით, ძვლოვანი ქსოვილის მინერალიზაციის დარღვევით (რაქიტი ბავშვებში, ოსტეომალაცია – მოზრდილებში) და შარდთან ფოსფოეთანოლისა და პიროფოსფატის მომატებული ექსკრეციით. დამახასიათებელია სარძევე ან მუდმივი კბილების ნაადრევი დაცვენა. დიაგნოზი დასტურდება ბიოქიმიური და რენტგენოლოგიური კვლევებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა

Read More

აუტსაიდერი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი აუტსაიდერი – შეჯიბრებაში ბოლო ადგილზე მყოფი გუნდი. ტერმინს მარკეტოლოგები ხმარობენ ფირმების მიმართ, რომლებსაც მოგების ან ბრუნვის დაბალი მაჩვენებელი აქვთ. გაფრთხილება! ბმულები: 1. საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა  3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4. დიეტები  5. ორსულობა და მშობიარობა

ასტრობიოლოგია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ასტრობიოლოგია – (ასტრო.. და ბიოლოგია), მეცნიერების დარგი, რომელიც იკვლევს სამყაროში სიცოცხლის არსებობის ყოველგვარ გამოვლინებას. ასტრობიოლოგია ეყრდნობა ასტრონომიის, ბიოლოგიის, და ბიოქიმიის მეცნიერებათა მიღწევებს. ზოგიერთი ამოცანის გადაწყეტისას უკავშირდება კოსმოსურ ბიოლოგიასა და კოსმოსურ მედიცინას, რომლებიც წარმოიშვა კოსმოსურ სივრცეში ადამიანის გასვლის შედეგად. ასტრობიოლოგიის მნიშვნელოვანი პრობლემაა დედამიწაზე, როგორც კოსმიურ სხეულზე, სიცოცხლის ჩასახვისა

Read More

ანტონიმი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ანტონიმი – (ლინგვ.) (ბერძნ. anti წინააღმდეგ + onyma სახელი) სიტყვა, რომელსაც სხვა სიტყვის საპირისპირო მნიშვნელობა აქვს. მაგ. კარგი – ცუდი, პატარა – დიდი, მაღალი – დაბალი. გაფრთხილება! ბმულები: 1. საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა  3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4. დიეტები  5. ორსულობა და მშობიარობა

ამბლიოპია ობსტრუქციული

ამბლიოპია ობსტრუქციული – ეტიოლოგია. ბროლის რქოვანას თანდაყოლილი ან ადრე შეძენილი შემღვრევა. პათოგენეზი. გარკვეულ როლს ასრულებს თვალის ფუნქციური უმოქმედობა და რომელიც დაკავშირებულია მხედველობის ანალიზატორის განვითარების შეფერხებასთან. დამახასიათებელია მხედველობის დაბალი სიმახვილე, მიუხედავად შემღვრევის მოხსნისა და თვალის ფსკერის გამოხატული ანატომიური ცვლილებების არარსებობისა. მკურნალობა, პროფილაქტიკა. კერატოპლასტიკის ოპერაცია ან კატარაქტის ექსტრაქცია ადრეულ ასაკში. მხედველობის გასაუმჯობესებლად – ბადურის გაღიზიანება სინათლით, ვარჯიშები.

Read More