Tag Archives: დაგროვებასთან

რეფსუმის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რეფსუმის დაავადება – იშვიათი ავტოსომურ – რეცესიული დაავადება, რომელიც დაკავშირებულია მეტაბოლიზმის დარღვევასთან და ორგანიზმში ფიტანის მჟავის დაგროვებასთან. ვლინდება ბავშვობაში ან ყრმობის ასაკში დემიელინიზირებადი სენსომოტორული პოლინევროპათიით, ნათხემოვანი ატაქსიით, ბადურას პიგმენტური დეგენერაციით, კატარაქტით, იქთიოზით, ანოსმიით. შესაძლებელია უეცარი სიკვდილი გულის დაზიანების გამო. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები

Read More

ნიმან – პიკის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნიმან – პიკის დაავადება – მემკვიდრეობითი დაავადება ლიპიდოზების ჯგუფიდან: დაკავშირებულია ფერმენტ სფინგომიელინაზის უკმარისობასთან და სფინგომიელინის და სხვა ლიპიდების დაგროვებასთან ღვიძლში, ელენთაში, ლიმფურ ძარღვებში, ძვლის ტვინში, მოგვიანებით თავის ტვინში. ვლინდება ბავშვობის ასაკში ფსიქომოტორული განვითარების შეჩერებით, სპასტიური პარეზით, კიდურების კუნთების რიგიდობით, ეპილეფსიური გულყრებით, ღვიძლისა და ელენთის გადიდებით, ფილტვის ქსოვილის

Read More

მუკოპოლისაქარიდოზები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მუკოპოლისაქარიდოზები – დაავადებები, რომლებიც გაპირობებულია ერთ – ერთი ლიზოსომური ფერმენტის დეფექტით, რომელიც მონაწილეობს მუკოპოლისაქარიდების ცვლაში და ამ უკანასკნელის დაგროვებით ორგანოებსა და ქსოვილებში. მუკოპოლისაქარიდები – ჟელესმაგვარი ნივთიერებებია, რომლებიც ორგანიზმში ასრულებენ ბუნებრივი საცხები მასალის როლს, შედიან სხვადასხვა ტიპის შემაერთებელი ქსოვილებისა და ბიოლოგიური სითხეების შემადგენლობაში. კლინიკურად შესაძლოა გამოვყოთ მისი 2

Read More

მუკოლიპიდოზები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მუკოლიპიდოზები – ნივთიერებათა ცვლის მემკვიდრეობითი დაავადებების ჯგუფი, რომლებიც დაკავშირებულია ქსოვილებში გლიკოპროტეინების და გლიკოლიპიდების დაგროვებასთან. ვლინდება ბავშვობის ასაკში ზრდის შეჩერებით, გონებრივი ჩამორჩენით, რქოვანას დისტროფიული ცვლილებებით, ზომიერი ჰეპატოსპლენომეგალიით, ჩონჩხის განვითარების ანომალიებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

გერსტმან – შტრაუსლერ – შეინკერის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გერსტმან – შტრაუსლერ – შეინკერის სინდრომი – თავის ტვინის დაზიანების მემკვიდრეობითი ვარიანტი, რომელიც დაკავშირებულია პათოლოგიური ცილის დაგროვებასთან. ვლინდება საშუალო ასაკში პროგრესირებადი ნათხემოვანი ატაქსიით, რომელსაც თან ერთვის პარკინსონიზმი, ჰიპერკინეზები, პარეზები, სმენის დაქვეითება, მხედველობის ნერვის ატროფია. ლეტალობა დგება 5 – 7 წლის განმავლობაში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო

Read More