Tag Archives: დაგროვებას

ტვინის შეშუპება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტვინის შეშუპება – – პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება თავის ტვინის ქსოვილში სითხის დაგროვებით და კლინიკურად ვლინდება ქალაშიდა ჰიპერტენზიის სინდრომით. გამოყოფენ მის 4 ძირითად ტიპს. ციტოტოქსიკური შეშუპება მიმდინარეობს უჯრედებში წყლის დაგროვებით და დაკავშირებულია ენერგოდამოკიდებული ნატრიუმ – კალიუმის ტუმბოების მუშაობის დარღვეევასთან. მასში ჩართულია როგორც რუხი, ასევე თეთრი ნივთიერება. მისი

Read More

მაკ – არდლის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მაკ – არდლის დაავადება – მემკვიდრეობითი დაავადება, გლიკოგენოზის სახესხვაობა. დაკავშირებულია ფერმენტ ფოსფორილაზის უკმარისობასთან კუნთებში, რაც იწვევს მათში გლიკოგენის დაგროვებას. ვლინდება ბავშვობის ასაკში კუნთების ტკივილებით, სისუსტითა და მსუბუქი ჰიპოტროფიით. მძიმე შემთხვევებში ვითარდება მიოგლობინურია. მიოკარდიუმში გლიკოგენის დაგროვების შედეგად შესაძლებელია განვითარდეს გულის უკმარისობა. გადაეცემა ავტოსომურ – რეცესიული ტიპით. მკურნალობა სიმპტომატურია.

Read More