Tag Archives: დაზიანებას

კოგნიტური დარღვევები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კოგნიტური დარღვევები – ტვინის უმაღლესი ფუნქციების სხვადასხვა დარღვევების კრებითი აღნიშვნა. ჩვეულებრივ უკავშირდება თავის ტვინის დიდი ნახევარსფეროების ორგანულ დაზიანებას. შესაძლებელია გამოიხატებოდეს მეხსიერების, ყურადღების, ფსიქომოტორული კოორდინაციის, მეტყველების, თვლის, აზროვნების, ორიენტაციის დარღვევით. ვლინდება ნეიროფსიქოლოგიური გამოკვლევით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

ენცეფალიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ენცეფალიტი – მწვავე ვირუსული დაავადება, რომელიც ხასიათდება თავისა და ზურგის ტვინის რუხი ნივთიერების დაზიანებით. ინფექციის რეზერვუარი და წყაროა ველური ცხოველები (მღრღნელები) და ტკიპები. დაინფიცირება შესაძლებელია არა მხოლოდ ტკიპის მიკვრისას, არამედ დაინფიცირებული თხის რძის მიღების დროს. ეტიოლოგია, პათოგენეზი. გამომწვევი მიეკუთვნება არბოვირუსებს. ინფექციის კარია კანის საფარველი (ტკიპების მიკვრისას) ან

Read More