Tag Archives: დამცველობით

ლიმფოციტები – ლიმფოციტები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ლიმფოციტები – ლიმფოციტები – (lymphocyti) სისხლის აგრანულოციტების  –  უმარცვლო ლეიკოციტების სახესხვაობა, მთელი ლეიკოციტების 20  –  35 %, შეიცავს მომრგვალო ფორმის ბირთვსა და ციტოპლაზმის ვიწრო ქობას. მონაწილეობს ორგანიზმის დამცველობით რეაქციებში, ახორციელებს უჯრედულ და და ჰუმორულ იმუნიტეტს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) 

Read More

ლეიკოციტები

ლეიკოციტები – (leucocyti ბერძნ.leukos  –  თეთრი)  სისხლის თეთრი სფეროსებრი ფორმის უჯრედები, რომლებიც განსხვავდებიან აგებულებით, აქვთ სისხლის ნაკადიდან ქსოვილებსა და ორგანოებში აქტიური გადაადგილების უნარი, ასრულებენ დამცველობით ფუნქციას. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი