Tag Archives: დასაშვებია

სილვერის სინდრომი

სილვერის სინდრომი – მემკვიდრეობითი ანომალიების კომპლექსი, დასაშვებია გადაცემის ავტოსომურ – რეცესიული ტიპი. ნიშნები: დაბადებისას სხეულის მცირე მასა, საერთო განვითარების შეფერხება, მომცრო სიმაღლე, ხელის მტევნის მეხუთე თითები მოკლე და მოღუნულია, თან ახლავს სინდაქტილია, კანი ადგილებში ჰიპერპიგმენტურია (ყავა – რძის ფერისა), აღინიშნება ლიმფანგიექტაზიკური შეშუპება მაჯისა და ტერფის გარეთა მხარეს, გოგონებში ადგილი აქვს ჰონადოტროპინურიას, რაც მიზეზი ხდება ნაადრევი

Read More

მეტორიზისი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მეტორიზისი – (metorisis ბერძნ.meta – შემდეგ და oriso – გამოსაზღვრა) მეზობელ ემბრიონულ ნერგებს შორის ფრონტალური საზღვრების გადაადგილების პროცესი. ფილო და ემბრიოგენეზის დროს, რომლის შედეგადაც ერთი ნერგის მასალა შესაძლებელია იყოს გან­ლაგებული იმ ტერიტორიაზე, რომელიც ადრე ეკავა სხვა ემბრიონულ ნერგს. მეტორიზისის ტიპური მაგალითია ექტოდერმული და ენდოდერ­მული ეპითელიუმის მასალის გადაადგილება

Read More

მემკვიდრეობითი ინფორმაციის კოდი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მემკვიდრეობითი ინფორმაციის კოდი – (ფრანგ. code – პირობითი შემოკლება, შიფრი, ლათ.informare – შეტყობინება) გენეტიკური კოდი, რომელსაც ახასიათებს მემკვიდრეობის მატერია­ლურ სუბსტრატში – დნმ – ის მოლეკულაში აზოტური ფუძეების გარკვეული მონაცვლეობით განლაგება. უოტსონისა და კრიკის (1953) ჰიპოთეზის თანახმად, დნმ – ის მოლეკულა თავისი სტრუქტურით ჰგავს სპირალურად დახვეულ თოკის კიბეს,

Read More

ლეპრა (კეთრი)

ლეპრა (კეთრი) – ქრონიკული ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს კეთრის მიკობაქტერია, ხასიათდება კანის, ლორწოვანი გარსების და პერიფერიული ნერვული სისტემის უპირატესი დაზიანებით, ასევე თვალების, ზოგიერთი შინაგანი ორგანოს დაზიანებით. მისი გამომწვევია ობლიგატური უჯრედშიგა პარაზიტი. ამჟამად მსოფლიოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით აღრიცხულია 3 მლნ კეთრით დაავადებული. ინფექციის ერთადერთი წყაროა დაავადებული ადამიანი. დაავადების გავრცელებაში დიდი მნიშვნლობა ენიჭება სოციალურ – ეკონომიკურ

Read More