Tag Archives: დასნებოვნებიდან

შანკროიდი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შანკროიდი – ვენერიული დაავადება, რომელსაც იწვევს ჰემოფილური ჩხირის განსაკუთრებული სახე. გვხვდება უპირატესად ცხელ ქვეყნებში. დაავადება გადაეცემა სქესობრივი გზით. დასნებოვნებიდან 3 – 14 დღის შემდეგ სასქესო ორგანოების, შორისის, უკანა ტანის მიდამოში ვითარდება ფართო წყლულები; ხშირია საზარდულის ლიმფური კვანძების ანთება და დაჩირქება. გაურთულებელ შემთხვევებში დაავადება გრძელდება 2 თვის განმავლობაში

Read More

ტაბეს დორსალის

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტაბეს დორსალის – (tabes dorsalis; სინ.: ზურგის ტვინის ტაბესი, დიუშენის პროგრესირებადი ლოკომოტორული ატაქსია)გვიანი პროგრესირებადი ნეიროსიფილისის ერთ  –  ერთი ფორმა. სიფილისით დასნებოვნებიდან ზურგის ტვინის ტაბესის პირველი კლინიკურ გამოვლინებებამდე პერიოდი შეადგენს 6 – დან 30 წლამდე (ხშირად 10 – 15 წელი). განასხვავებენ დაავადების განვითარების საწყის სტადიას, გამოხატულს (ატაქსიურს) და

Read More

სტრეპტობაცილოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სტრეპტობაცილოზი – ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს სტრეპტობაცილა და მსგავსია სოდოკუს დაავადებისა. დასნებოვნება ხდება ვირთხებისა და სხვა მღრნელების კბენით და ვლინდება 2 – 10 დღის შემდეგ დასნებოვნებიდან. ხასიათდება მაღალი ცხელებით, ინტოქსიკაციით, კანზე გამონაყრით, პოლიართრიტით. გრძელდება 2 კვირამდე. შესაძლოა ლეტალური გამოსავალი. დიაგნოზი ზუსტდება  მიკრობიოლოგიური და იმუნოლოგიური მეთოდებით. მკურნალობა –

Read More

ინკუბაციური პერიოდი

ინკუბაციური პერიოდი – (ლატენტური) ადამიანის დასნებოვნებიდან დაავადების პირველი კლინიკური ნიშნების გამოჩენამდე დროის მონაკვეთი. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი  

ბართონელოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ბართონელოზი – ტრანსმისიური ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს ბაქტერია – ბართონელა; გვხვდება სამხრეთ ამერიკაში. ინფექციის წყაროა დაავადებული ადამიანი, ხოლო გადამტანები – მოსკიტები. დასნებოვნებიდან 3 კვირის შემდეგ ვლინდება ცხელება, ინტოქსიკაცია, ჰემოლიზი, სიყვითლე, მეორადი ინფექცია. მწვავე ფაზაში ლეტალობა შეადგენს 50% – ს, შემდგომ მოსალოდნელია ქრონიკული ფაზის განვითარება, რომლისთვისაც დამახასიათებელია კანის

Read More