Tag Archives: დაღლით

ეატონ – ლამბერტის სინდრომი

ეატონ – ლამბერტის სინდრომი – აღინიშნება ნელა მაპროგრესირებადი წვრილუჯრედოვანი ბრონქოკარცინომის დროს. ვლინდება კუნთების სისუსტით, განსაკუთრებით მენჯის და ბარძაყის მიდამოში, ადვილად დაღლით, პირის სიმშრალით, პარესთეზიებით, ღრმა მყესთა რეფლექსების მოშლით, ატაქსიით, ნისტაგმით, დიზართრიით, ინტენციური კანკალით, თავბრუსხვევით. სინონიმი: დენი – ბრაუნის IV სინდრომი. [“3”] გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი  

ანიზეიკონია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ანიზეიკონია – (ბერძ. eikon – გამოსახულება) მარჯვენა და მარცხენა თვალის ბადურაზე ერთი და იმავე საგნის გამოსახულებების არათანაბარი სიდიდე; ვლინდება კითხვის გაძნელებით, სივრცული აღქმის დარღვევით. გაფრთხილება! ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი