Tag Archives: დაცემის

შაია – დრეიჯერის სინდრომი

შაია – დრეიჯერის სინდრომი – (G. M. Shy, ამერიკ. ნევროპათოლოგი; G. A. Drager, ამერიკ. ნევროპათოლოგი)  ცენტრალური ნერვული სისტემის უცნობი ეტიოლოგიის დეგენერაციული დაზიანება, რომელიც ვლინდება ორთოსტატიკური არტერიული ჰიპოტენზიით, რომელიც დაავადების სხვადასხვა სტადიებზე შერწყმულია პარკინსონიზმის სიმპტომებთან, ანჰიდროზთან, მენჯის ორგანოების ფუნქციის მოშლასთან და სხვა ნევროლოგიურ დარღვევებთან. დაავადება იშვიათად გვხვდება; აღინიშნება ორივე სქესის, 50 – 70 წლის ასაკის პირებში.

Read More

ნერვული სისტემის ელექტროტრამვა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნერვული სისტემის ელექტროტრამვა – (ნერვ. დაავ.) შესაძლებელია განვითარდეს ცვლად დენთან მუშაობის, მეხის დაცემის დროს. სიმპტომები. გონების სხვადასხვა ხანგრძლივობით დაკარგვა, ბრადიკარდია, თავის ტკივილები, თავბრუსხვევა, უძილობა. შემდგომში ხშირად ვითარდება ასთენონევროზული მდგომარეობა და ვეგეტოსოსხლძარღვოვანი დისტონია. მკურნალობა. დაშავებულის მოცილება ძაბვიდან. რეანიმაციული ღონისძიებები (ხელოვნური სუნთქვა, საგულე საშუალებები, სისხლის ინტრაარტერიული შეყვანა). შემდგომში –

Read More