Tag Archives: დემენციით

გენტინგტონის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გენტინგტონის დაავადება – თავის ტვინის მემკვიდრეობითი დეგენერაციული დაავადება, რომლის დროს ზიანდება უპირატესად ზოლიანი სხეული და თავის ტვინის ნახევარსფეროების ქერქი. გადაეცემა ავტოსომურ – დომინანტური ტიპით. ვლინდება 40 – 50 წლის ასაკში პროგრესირებადი ქორეოათეტოზით; მიმდინარეობს გამოხატული ფსიქიკური დარღვევებით (დემენციით, დეპრესიით, ემოციური კონტროლის დარღვევებით და აგრესიით). მკურნალობა სიმპტომატურია. გაფრთხილება! ბმულები:

Read More

გალერვორდენ – შპანცის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გალერვორდენ – შპანცის დაავადება – (J. Hallervorden, გერმ. ნევროლოგი; H. Spatz, გერმ. ნევროპათ.; სინ.: პროგრესირებადი რიგიდობა) ნერვული სისტემის მემკვიდრეობითი დაავადება; დაკავშირებულია რკინისა და ლიპიდების ცვლის დარღვევასთან და ხასიათდება კუნთოვანი ტონუსის მომატებით, პროგრესირებადი დემენციით, მხედველობის დაქვეითებითა და პიგმენტური რეტინიტით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული

Read More