Tag Archives: დიაგნოზის

ბარძაყ – მუხლქვეშა ტიპი ათეროსკლეროზული ოკლუზიისა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ბარძაყ – მუხლქვეშა ტიპი ათეროსკლეროზული ოკლუზიისა – ბარძაყის ზედაპირული არტერიის დაცობა ან შევიწროება გუნტერის არხამდე. ჩივილების ხასიათი და ინტენსივობა დამოკიდებულია არტერიების დისტალური ნაწილების დაზიანებაზე, სისხლძარღვის შევიწროების ხარისხზე, კოლატერალურ სისხლმიმოქცევაზე. პულსი ბარძაყის არტერიაზე ისინჯება, მაგრამ მუხლქვეშა და ტერფის არტერიებზე მკვეთრად შესუსტებულია ან არ არსებობს. დიაგნოზის დასაზუსტებლად აუცილებელია ანგიოგრაფიული

Read More

ბადურის სისხლძარღვების მწვავე გაუვალობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ბადურის სისხლძარღვების მწვავე გაუვალობა – (თვალის დაავ.) ეტიოლოგია. ჰიპერტონიული დაავადების დროს ბადურის ცენტრალური არტერიის სპაზმი, ენდოკარდიტების, გულის მანკების დროს ბადურის ცენტრალური არტერიის ემბოლია; ათეროსკლეროზისა და სხვა დაავადებების დროს ბადურის არტერიების ან ვენების თრომბოზი. სიმპტომები. ცალ თვალში უეცარი სიბრმავე ან მხედველობის სიმახვილის მკვეთრი დაქვეითება. ბადურის ცენტრალური არტერიის სპაზმის

Read More