Tag Archives: დიპლოიდური

ტეტრასომიკები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტეტრასომიკები – (tetrasomici ბერძნ.tetra  –  ოთხი და soma, somatos  –  სხეული)  –  ანეუპლოიდური  უჯრედები, რომელთა ქრო­მოსომულ ნაკრებებში დიპლოიდური რიცხვის გარდა არის კიდევ თითო წყვილი ჰომოლოგიური ქრომოსომა. ასეთი  უჯრედების ბირთვების ქრომოსომული შემადგენლობა აღინიშნება 2n+2 – ით. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

Read More

სპერმატოგენეზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სპერმატოგენეზი – (spermatogenesis ბერძნ.sperma  –  თესლი და genesis  –  განვითარება) სპერმატოგონიებიდან მამრობითი სასქესო  უჯრედების განვითარების პროცესი. მიმდინარეობს სათესლეს კლაკნილ­ მილაკების მთელ სიგრძეზე ტალღისებურად. სპერამტოგენეზის მიმდი­ნარეობაში არჩევენ ოთხ პერიოდს: 1. გამრავლების; 2. ზრდის; 3. მომწიფებისა და 4. ჩამოყალიბების. ამ პერიოდების შესაბამის უჯრე­დულ ფორმებს ეწოდება: 1. შპერმატოგონიები; 2. პირველი

Read More