Tag Archives: ებურებას

პოლარული სხეულაკები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პოლარული სხეულაკები – (corpuscula polaria) – იხ.სინ. პირველი და მეორე რიგის მიმართების სხეულაკები. სახელწოდება „პოლარული“ სხეულაკი ასახავს კვერცხუჯრედის ერთ – ერთ პოლუსზე ამ წვრილი აბორტული უჯრედების განლაგების თავისებურებას. ტერმინი შემოიღო რობინმა (1862). გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ნიჭიერება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნიჭიერება – (ფსიქოლოგია) 1. ნიჭის, უნართა თვისებრივად თავისებური შეხამება, რომელიც უზრუნველყოფს მოქმედების შესრულების წარმატებას. ერთობლივი მოქმედება ნიჭიერებისა, რომელიც წარმოადგენს გარკვეულ სტრუქტურას, ახდენს ცალკეული უნარის უკმარისობის კომპენსაციას, უფრო მეტად განვითარებულების ხარჯზე; 2. ზოგადი ნიჭი ან ნიჭის ზოგადი მომენტები, რომლებიც განაპირობებენ პიროვნების შესაძლებლობების საზღვრებს, მისი მოქმედების დონესა და თავისებურებას;

Read More