Tag Archives: ებურ
სიზმარი
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სიზმარი – (ფსიქოლოგია) სუბიექტურად განცდილი წარმოდგენა, უპირატესად მხედველობითი მოდალობისა, რომელიც რეგულარულად წარმოიქმნება ძილის დროს, ძირითადად ,,სწრაფი”ძილის ფაზაში. სიზმრის შინაარსი და ემოციური შეფერილობა, პიროვნების ,,მონაწილეობის” ხარისხი საკუთარ სიზმრებში დაკავშირებულია ,,სწრაფ” ძილში ფიზიკური გადახრების ინტენსივობით. ,,სწრაფი” ძილისათვის დამახასიათებელი თავის ტვინის ქერქის აქტივაცია შედარებით მეტადაა გამოხატული მარჯვენა ნახევარსფეროში, რაც შეესაბამება
საინფორმაციო სისტემა
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი საინფორმაციო სისტემა – (ინტ.) information system ერთმანეთთან განსაზ ღვრული სახით დაკავშირებულ მატერიალურ ან არამატერიალურ ელემენტთა სიმრავლე, რომლებიც ქმნიან თავისებურ მთლიანობას. ასეთი სისტემის სახით ნებისმიერი რეალური ობიექტი შეიძლება წარმოვადგინოთ. თითოეული სისტემა უკვე თავისი არსით წარმოადგენს საინფორმაციო წარმონაქმნს, რადგან მისი ელემენტების ურთიერთკავშირი ხორციელდება ინფორმაციის გადადინების გზით. სისტემის ცნება ძალზე
ლიმბური წილი
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ლიმბური წილი – თავის ტვინის ქერქოვანი სტრუქტურების კომპლექსი, რომელიც მდებარეობს დიდი ნახევარსფეროების მედიალურ და ბაზალურ ზედაპირებზე და წარმოქმნის თავის ტვინის ღეროს ირგვლივ თავისებურ რგოლს (ლიმბს). გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა
გონიერი ბარათი
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გონიერი ბარათი – (ინტ.) smart card პლასტიკური ბარათი ჩასმული მიკროჩიპით, რომელიც მისი მესაკუთრის მიმდინარე საბანკო ანგარიშის ელექტრონულ ანალოგს, თავისებურ „ელექტრონულ საფულეს“ წარმოადგენს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა