Tag Archives: ეგზემა

პროფესიონალური ეგზემა

პროფესიონალური ეგზემა – (კანისა და ვენ. დაავ.) ვითარდება სხვადასხვა გამაღიზიანებლების მიმართ (ქიმიური, ფიზიკური, მექანიკური) კანის სენსიბილიზაციის შედეგად. უპირატესად ლოკალიზებულია მტევნების უკანა ზედაპირებზე, წინამხრებზე, სახეზე და კისერზე. ჭეშმარიტი ეგზემისგან განსხვავებით გამოირჩევა ნაკლებად გამოხატული პოლიმორფიზმით, გამწვავებების არარსებობითა და შესაბამისი გამაღიზიანებლის მოცილების შემდეგ, სწრაფი გამოჯანმრთელებით. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პოტრიე – ვორენჟეს სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პოტრიე – ვორენჟეს სინდრომი – (L. М. Pautrier, ფრან. დერმატოლოგი; F. Woringer, ფრან. დერმატოლოგი) ლიმფური კვანძების ლოკალური ან დიფუზური გადიდება, რომელიც აღინიშნება ზოგიერთი დერმატოზის დროს (დიფუზური ნეიროდერმიტი, ერითროდერმია, ეგზემა და სხვ.) და განპირობებულია სტრომის ჰიპერპლაზიით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა