Tag Archives: ეგზემა

ლეიკოდერმა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ლეიკოდერმა – (კანისა და ვენ. დაავ.) პიგმენტის შემცირების ან გაქრობის შედეგად კანის პიგმენტაციის დარღვევა. უხშირესად ვლინდება გადატანილი კანის დაავადებების შედეგად (ფსორიაზი, პარაფსორიაზი, ვარდისფერი ლიქენი, ეგზემა, სოკოვანი დაავადებები). ლეიკოდერმა შესაძლოა განვითარდეს სიფილისის დროსაც. უხშირესად ლოკალიზდება კისრის არეში. სიფილისის დროს ლეიკოდერმას თან სდევს სხვა სიფილიდების არსებობა, დადებითი სეროლოგიური რეაქციები.

Read More

კანის ფსიქოგენური დაავადებები

კანის ფსიქოგენური დაავადებები – (ბერძ. Psyche სული + gennao შექმნა) კანის სხვადასხვა დაზიანებების ჯგუფი, რომელთა განვითარებასაც საფუძვლად უდევს ფსიქიკური მოქმედების დარღვევები. ეს დარღვევები (ნევროზები, ფსიქოპათიები, ფსიქოზები) ხშირად იწვევენ ვეგეტატიური ნერვული სისტემის ფუნქციის დარღვევებს და, შესაბამისად, სხვადასხვა სისხლძარღვოვან, სეკრეტორულ, ტროფიკულ ცვლილებებს კანში, რომლებიც განაპირობებენ კანის იშემიას ან მყარ ჰიპერემიას, თმის ცვენასა და გაჭაღარავებას, ადრე არსებულ დაავადებების

Read More