Tag Archives: ელასტიკური

ფლუქტუაცია

ფლუქტუაცია – (ლათ. fluctuatio – ღელვა, რხევა)  სითხის არსებობის სიმპტომი დახურულ, ჩვეულებრივ, ზედაპირულად განლაგებულ ღრუში ელასტიკური კედლით. ფლუქტუაციის გამოსავლენად მკვეთრი ხანმოკლე მოძრაობით აწვებიან გამოსაკვლევ მიდამოს, რის შედეგადაც შეიგრძნობა პალპირებადი ზედაპირის ზამბარისებრი მოძრაობა. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი  

ფიბროზულ – კუნთოვანი დისპლაზია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფიბროზულ – კუნთოვანი დისპლაზია – არტერიების არაათეროსკლეროზული, არაანთებითი დაავადება, რომელიც ხასიათდება ელასტიკური ქსოვილის დეგენერაციით, ფიბროზული ან გლუვკუნთოვანი ქსოვილის ზრდით, სისხლძარღვთა სეგმენტური შევიწროებით და ამა თუ იმ ორგანოს იშემიით. ყველაზე უფრო ხშირად ზიანდება ღვიძლის არტერიები, რაც იწვევს არტერიულ ჰიპერტენზიას. ავადმყოფთა ნაწილს უვითარდებათ ქალაშიდა ანევრიზმები, რომელთა გასკდომაც იწვევს სუბარაქნოიდულ 

Read More