Tag Archives: ენდოგენურ

პნევმომიკოზები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პნევმომიკოზები – (pneumomycosis; ბერძ. Pneuma ჰერი + მიკოზები) ფილტვების სოკოვანი ბუნების დაავადებების ჯგუფის საერთო სახელწოდება. განასხვავებენ ენდოგენურ პნევმომიკოზებს, რომლებიც წარმოიქმნება ენდოგენური საპროფიტული ფლორის გააქტივებით ანტიბიოტიკების, გლუკოკორტიკოსტეროიდების, ციტოსტატიკების უკონტროლო გამოყენებისას და ეგზოგენური პნევმომიკოზები, რომელიც ვითარდება ფაკულტატიურ – პათოგენური სოკოებით აეროგენური დასნებოვნებისას. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა

Read More

პარატროფია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პარატროფია – (ბერძ. Para მახლობლად, ახლოს + trophe საკვები, კვება) ადრეული ასაკის ბავშვებში კვების ქრონიკული მოშლის ტიპი, რომელიც ხასიათდება სხეულის ჭარბი ან ნორმალური მასით, სიმსუქნით, ასევე ქსოვილთა ჰიდროლაბილობით. განასხვავებენ მის ორ ფორმას: ლიპომატოზურს (გასუქება) და პასტოზურს (ლიპომატოზურ – პასტოზურს) ; პარატროფიის ეგზოგენური მიზეზია საკვების მაღალი კალორიულობა, როდესაც

Read More

ოქრონოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ოქრონოზი – 1. (ochronosis; ბერძ. Ochros ყვითელი + nosos დაავადება) ხრტილოვანი ქსოვილის, იოგების, მყესების, ფასციების, ტვინის მაგარი გარსისა და სხვა შემაერთებელქსოვილოვანი წარმონაქმნების დაზიანება, რომელიც ხასიათდება მათი პათოლოგიური პიგმენტაციით, ტკივილის სინდრომითა და ალკაპტონურიით. ხშირია მამაკაცებში 30 – 50 წლის ასაკში. განასხვავებენ ენდოგენურ ოქრონოზს (თანდაყოლილი, მემკვიდრეობითი და ალკაპტონური) და

Read More

ინფექციური ფსიქოზები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ინფექციური ფსიქოზები – ფსიქიკური დაავადებების ჯგუფი, რომელთა მიზეზი ინფექციური დაავადებებია. ინფექციური დაავადებების დროს განვითარებული ფსიქოზები ხშირად არასიმპტომატურია. ზოგჯერ ინფექცია აპროვოცირებს ენდოგენურ ფსიქიკურ დაავადებას (შიზოფრენიას, მანიაკურ – დეპრესიულ ფსიქოზს და სხვ.) ორგანიზმზე ინტოქსიკაციის მოქმედების ხანგრძლივობისა და ინტენსივობის მიხედვით ინფექციური ფსიქოზები შესაძლებელია მიმდინარეობდნენ სხვადასხვანაირად. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა

Read More

ავტომატია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ავტომატია – (ბერძ. Automatos – სპონტანური, თვითნებური) ორგანოების ან უჯრედების მოქმედება გაღიზიანებისაგან დამოუკიდებელად, გარე მიზეზების გარეშე; მაგ. ორგანიზმიდან ამოღებული გული განაგრძობს შეკუმშვას მისთვის დამახასიათებელი რიტმით, რაც მიუთითებს ავტომატიის ენდოგენურ წარმოშობაზე. გაფრთხილება! ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. სამონასტრო ბაღები