Tag Archives: ეოზინოფილური

ეოზინოფილური გრანულომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ეოზინოფილური გრანულომა – ჰისტიოციტოზოდების წამყვანი კლინიკური ფორმა. აღინიშნება ბიჭუნებსა და ვაჟებში. ზიანდება ქალას ძვლები, გრძელი ლულისებრი ძვლები, იშვიათად მალები და მენჯის ძვლები. ვლინდება დაზიანებული კერის ტკივილითა და შეშუპებით, ზოგჯერ სიმსივნისმაგვარი წარონაქმნის გაჩენით. დიაგნოსტიკაში გადამწყვეტი როლი ენიჭება რენტგენოლოგიურ გამოკვლევას. მკურნალობა, როგორც წესი ოპერაციულია. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა

Read More

ეოზინოფილური გრანულები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ეოზინოფილური გრანულები – (granula eosinophila, იხ. ეოზი­ნოფილია) ეოზინოფილური ლეიკოციტების ციტოპლაზმის მარცვ­ლოვანება, რომელიც მჟავე საღებარებით იღებება კაშკაშა წითლად. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა