Tag Archives: ეპიდემიური

ყრუ – მუნჯობა

ყრუ – მუნჯობა

1. ინფორმაცია ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონიდან:

Read More

ფთიზიატრია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფთიზიატრია – (ბერძ. phthisis – დასუსტება, დაუძლურება, გამოფიტვა და iatreia – მკურნალობა) კლინიკური მედიცინის დარგი რომელიც შეისწავლის ეპიდემიური ტუბერკულოზის მიზეზებს, განვითარების მექანიზმებს, შეიმუშავებს მისი დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და პროფილაქტიკის მეთოდებს; როგორც დამოუკიდებელი დარგი გამოყოფილია შინაგანი დაავადებების კლინიკიდან. მჭიდროდაა დაკავშირებული პულმონოლოგიასთან. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები

Read More

სპენსერის დაავადება

სპენსერის დაავადება – ზამთრის ღებინების დაავადება, ნაწლავთა გრიპი, ეპიდემიური დიარეა, ეპიდემიური ფაღარათი,  –  მწვავე ინფექციური დაავადება, ალბათ ვირუსული ეტიოლოგიის, მიდრეკილი ეპიდემიური გავრცელებისადმი, ძირითადად ზამთარ – გაზაფხულის პერიოდში. ახასიათებს გასტროენტერიტის მოვლენათა მძაფრი განვითარება, ღებინებით და წყლიანი განავლის დიდი რაოდენობით, და ასევე ძლიერი სისუსტით და ხშირად ფარინგიტის ნიშნებით. სინონიმი: ჰანოვერის დაავადება. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი

Read More

სასუნთქი გზების მწვავე კატარი

სასუნთქი გზების მწვავე კატარი – კლინიკურად მსგავსი მწვავე ინფექციური დაავადებების საერთო სახელწოდება, რომელთა გამომწვევია უპირატესად ვირუსები (ადენოვირუსები, რეოვირუსები, ენტეროვირუსები); გადაეცემა ჰაერ – წვეთოვანი გზით; რეგისტრირდება სპორადიული შემთხვევებისა და ეპიდემიური აფეთქებების სახით; ხასიათდება სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსების ანთებით (მაგალითად, რინოფარინგიტის, ლარინგოტრაქეიტის სახით), იშვიათად კონიუნქტივიტით, ზომიერი ინტოქსიკაციით. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პაროტიტი ეპიდემიური

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პაროტიტი ეპიდემიური – ყბა – ყურა ჯირკვლის ანთება. მწვავე ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს პაროტიტის ვირუსი; გადაეცემა ჰაერ – წვეთოვანი გზით; ხასიათდება ყბა – ყურა ჯირკვლების, იშვიათად სათესლეებისა და სხვა ჯირკვლების დაზიანებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა