Tag Archives: ეპითელური

ბაგირაკოვანი ზონა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ბაგირაკოვანი ზონა – (zona fasciculata ლათ.fascicus – კონა) თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის შუა საკმაოდ განიერი ზონა, რომელიც შედგება ეპითელური ჭიმებისა (ბაგირაკების) და მრავალ­რიცხო­ვანი სინუსოიდური კაპილარებისაგან. ჭიმების უჯრედთა (ქერქოვანი ენდოკრინოციტების endocrinocyti corticales) ციტოპლაზმა დიდი რაოდენობით შეიცავს ლიპიდების წვეთებს. გამოიმუშავებენ გლიკო­კორ­­ტიკოიდებს (კორტიკოსტერონს, ჰიდროკორტიზონს, კორტიზონს). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის

Read More

ანგიორეტიკულომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ანგიორეტიკულომა – (angioreticuloma; ანგიო – + რეტიკულომა; სინ.: ანგიოგლიომა, ეპითელური ანგიომა, ჰემანგიობლასტომა, ლინდაუს ცისტა) კეთილთვისებიანი სიმსივნე, რომელიც შედგება დიდი რაოდენობის კაპილარებისა და სისხლძარღვთაშორისი რეტიკულური ქსოვილისაგან; აღინიშნება ნათხემში, იშვიათად მოგრძო და ზურგის ტვინში. გაფრთხილება! ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი

ამპულური სავარცხელი

ამპულური სავარცხელი – (crista ampullaris) სავარცხლის მსგავსი განივი ნაოჭი ნახევარრკალოვანი არხების ამპულურ გაგანიერებაში, ამოფენილია ეპითელური საყრდენი და სენსორული უჯრედებით, დაფარულია ლაბისებრი გუმბათით – წარმოადგენს სათბობის დამაჩქარებელ რეცეპტორს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი .

ადენოაკანთომა

ლალი დათეშიძე ადენოაკანთომა – ავთვისებიანი ეპითელური სიმსივნე, რომლის უჯრედებს აქვთ როგორც ჯირკვლოვანი, ასევე ბრტყელი ეპითელისათვის დამახასიათებელი ნიშნები; ხშირად გვხვდება კუჭ – ნაწლავის ტრაქტის ორგანოებში. ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გაფრთხილებთ! ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. სამონასტრო ბაღები

ადამანტობლასტები

ლალი დათეშიძე ადამანტობლასტები – (adamantoblasti ბერძნ.adamas, adamantos – ალმასი და blastos – ჩანასახი) ეპითელური უჯრედები, რომელთაგანაც წარმოიქმნება კბილის ემალი (მინანქარი). კბილის განვითარების პროცესში ისინი ემალის ორგანოს შიგა შრეს ქმნიან. მათ აპიკალურ ზედაპირზე იქმნება გრძელი კუტიკულები – ემალის(მინანქრის) პრიზმები, რომელ­თაგანაც შედგება კბილის გვირგვინის ემალი (მინანქარი). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000

Read More