Tag Archives: ეპითელურ

ფარისებრი ჯირკვლის ფოლიკული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფარისებრი ჯირკვლის ფოლიკული – (folliculus \glandulae thyroideae\)  სხვადასხვა ზომის, ღრუს შემცველი სფეროსებრი დახშული წარმონაქმნი, რომლის კედელს ერთშრიანი კუბური ეპითელიუმი ქმნის. ფოლიკულის ამომფენ ეპითელურ უჯრედებს თიროციტები (thyrocyti) ეწოდებათ. ფოლიკულის ღრუში გროვდება სეკრეციის პროდუქტი  –  კოლოიდი (colloidum). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

Read More

სინუსოიდური ადენოჰიპოფიზის კაპილარი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სინუსოიდური ადენოჰიპოფიზის კაპილარი – (vas capillare sinusoideum adenohypophysis ლათ.sinus  –  წიაღი) ფენესტრირე­ბული ტიპის სინუსოიდური კაპილარი, ლოკალიზდება ჰიპოფიზის წინა წილის ეპითელურ ტრაბეკულებს შორის. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

სათესლის კლაკნილი მილაკის ბაზალური მემბრანა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სათესლის კლაკნილი მილაკის ბაზალური მემბრანა – (membrana basalis ბერძნ.basis  –  საფუძველი) სათესლის კლაკნილი მილაკის ეპითელურ – სპერმატოგენული შრის მემბრანა. ქმნის გამო­ნაბურცებს კლაკნილი მილაკის შიგნითა და გარეთა შრეებში. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები

Read More

პრექორდული ფირფიტა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პრექორდული ფირფიტა – (lamina prechordalis – ლათ.pre – ადრე, ბერძნ.chorda – სიმი) ემბრიონული ნერგი. ძუძუმწოვრებსა და ფრინველებში ვლინდება გასტრულაციის პროცესში ქორდული მორჩის წინა ნაწილში. პრექორდული ფირფიტის მასალა დასაბამს აძლევს პირის ღრუს, ხახის, საყლაპავის, სასუნთქი გზებისა და ფილტვების ეპითელურ საფარს, აგრეთვე ქორდის წინა ბოლოს და მეზოდერმის წინა ორ

Read More

დიუბუას აბსცესი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დიუბუას აბსცესი – (P. Dubois, ფრან. გინეკოლოგი; სინ. ბედნარის ცისტა) მკედუკანა ჯირკვლის (თიმუსი) აბსცესი თანდაყოლილი სიფილისის დროს, რომელსაც აქვს ცისტის ფორმა, ამოფენილია ბრტყელი ეპითელით და შეიცავს ლიმფოციტებს, ნეიტროფილურ გრანულოციტებს, ეპითელურ უჯრედებსა და სპიროქეტებს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა