Tag Archives: ეპილეპტიფორმული

ფოლჰარდის ფსევდოურემია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფოლჰარდის ფსევდოურემია – ფოლჰარდის კრუნჩხვითი ურემია. ამ დროს თირკმლების ფუნქცია არ იცვლება, ნარჩენი აზოტის რაოდენობა სისხლში არ არის მომატებული. მისი ნიშნები წარმოიქმნება ტვინის ინტრა და ექსტრაცელულარული შეშუპებით. კლინიკური ნიშნებია  –  თავის ტკივილი, ღებინება, ბრადიკარდია, ეპილეპტიფორმული კრუნჩხვები, გონების გარდამავალი დაკარგვა. ყველაზე ხშირად გვხვდება მწვავე ნეფრიტის დასაწყის სტადიაში. [“3”]

Read More

ტიმეს სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტიმეს სინდრომი – შინაგანი სეკრეციის რამდენიმე ჯირკვლის უკმარისობის თანაარსებობა. ესენია: მკერდუკანა ჯირკვალი, თირკმელზედა ჯირკვლები და ჰიპოფიზი. ნიშნები: დაღლილობა, არტერიული წნევის დაქვეითება, თავის ტკივილი, ზრდაში შეფერხება. პირველი ფაზა იწყება სქესობრივ მომწიფებამდე  –  გრძელი ლულოვანი ძვლების ეპიფიზების დახურვის შეჩერება, ცვლილებები სახსრებში, თხელი თმიანობა, არადამაკმაყოფილებელი თმიანობა (წარბების, წამწამების, იღლიებში), კუნთების

Read More

სიმპტომატური ფსიქოზები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სიმპტომატური ფსიქოზები – (simptomatikos შემთხვევითი, უნებლიე; სინ.: ეგზოგენური ფსიქოზები) სიძიმისა და სიღრმის მიხედვით განსხვავებული ფსიქიკური აშლილობები, რომლებიც წარმოიქმნება სომატური (ინფექციური და არაინფექციური) დაავადებების და ინტოქსიკაციების დროს. სიმპტომატური ფსიქოზები წარმოადგენს ძირითადი დაავადების ერთ  –  ერთ გამოვლინებას და (ან ) შედეგს. განასხვავებენ მის მწვავე და გახანგრძლივებულ ფორმებს. მწვავე სიმპტომატური

Read More

რეილ – დეიას სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რეილ – დეიას სინდრომი – ვეგეტატიური დისფუნქციის მემკვიდრეობითი ოჯახური სინდრომი, მემკვიდრეობის ტიპი ავტოსომურ – რეცესიული. ავადდებიან უპირატესად ებრაელები. პატოლოგიურ – ანატომიურად აღინიშნება ზურგის ტვინის უკანა ფესვბისა და უკანა სვეტების ფოკალური დემიელინიზაცია, ჰიპოთალამური მიდამოს რეტიკულური ფორმაციის დეგენერაციული ცვლილებები. ნიშნები: ცრემლდენის შემცირება, წყლულები რქოვანებზე, გარდამავალი ლაქოვანი ერითემა და პუსტოლოზური

Read More