Tag Archives: ერითროციტები

ჰემოკონცენტრაცია

განმარტებითი ლექსიკონი ჰემოკონცენტრაცია – პლაზმაში ერითროციტების რაოდენობის მომატება,რაც დაკავშირებულია პლაზმის მოცულობის შემცირებასთან.ჰემოკონცენტრაცია შეიძლება განვითარდეს ნებისმიერი დაავადების დროს, რომელსაც თან ახლავს ორგანიზმის მიერ  სითხის ძლიერი დაკარგვა.

აუტოაგლუტინაცია

განმარტებითი ლექსიკონი აუტოაგლუტინაცია – ადამიანის  ერითროციტების შეწებება მისი საკუთარი შრატით,რაც გამოწვეულია შრატში სპეციფიკური აუტოანტისხეულების არსებობით.ხშირად აღინიშნება შეძენილი ჰემოლიზური ანემიის (აუტოიმუნური დაავადების) დროს.