Tag Archives: ვენა

ფლებიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფლებიტი – (ბერძ. phleps, ნათ. ბრ. phlebos   – სისხლძარღვი, ვენა) ვენის კედლის ინფექციური ბუნების ან ასეპტიკური ანთება. ვლინდება ტკივილით, კანის ჰიპერემიით. შიგნითა კედლის ანთება ხშირად  იწვევს თრომბების განვითარებას ვენის სანათურში. მკურნალობა: ჰეპარინის ან ტროქსევაზინს კომპრესები, ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, ანტიაგრენგანტები, ფიზითერაპია და სხვ. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა

Read More

ტრაბეკულური ვენა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტრაბეკულური ვენა – (vena trabecularis ლათ.trabecula  –  ხარიხა) ელენთის უკუნთო ტიპის ვენა შეზრდილია ტრაბეკულის ქსოვილთან, არა აქვს საკუთარი გლუვი კუნთოვანი  უჯრედები, სანათური იცვლება ტრაბეკულების გლუვ კუნთოვან უჯრედთა მეშვეობით. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა

Read More