ღვიძლის წილაკქვეშა ვენა
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ღვიძლის წილაკქვეშა ვენა – (vena sublobularis / hepatis / ბერძნ.hepar, hepatis – ღვიძლი; ლათ.sub – ქვეშ და lobulus – წილაკი) უკუნთო ტიპის ვენა, ლოკალიზდება ღვიძლის წილაკებს შორის, აგროვებს სისხლს ცენტრალური ვენებიდან და ჩადის ღვიძლის ვენაში. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)