Tag Archives: ვირუსის

პერსისტენცია ვირუსების

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პერსისტენცია ვირუსების – (ლათ. Persistere დარჩენა) ვირუსების ხანგრძლივად დარჩენა მასპინძლის ორგანიზმში ან უჯრედულ კულტურაში. მწვავე ინფექციური დაავადების დროს ვირუსის ორგანიზმში ყოფნის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინკუბაციური პერიოდის ხანგრძლივობითა და დაავადების გაურთულებელი კლინიკური მიმდინარეობის ხანგრძლივობით. ამ ვადაზე მეტად ვირუსის შენარჩუნება წარმოადგენს ვირუსის პერსისტენციას; რიგ შემთხვევებში იგი გრძელდება თვეებისა და წლების,

Read More

მენგოს მენინგოენცეფალიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მენგოს მენინგოენცეფალიტი – მწვავე ვირუსული დაავადება, რომელიც მიმდინარეობს თავის ტვინისა და მისი გარსების უპირატესი დაზიანებით. დაავადების გამომწვევია ვირუსი მენგო. ძირითადი რეზერვუარი ვირუსისა ბუნებაში არიან მღრღნელები; ვირუსის გადამტანები – კოღოებია. დაავადება იწყება მწვავედ, ტემპერატურის მაღალ ციფრებამდე მომატებით, თავის ტკივილით, ცნობიერების დარღვევებით; სწრაფად ვითარდება მენინგეალური და კეროვანი ნევროლოგიური სიმპტომები.

Read More