Tag Archives: ვირუსის

რესპირატორულ – ვირუსული დაავადებები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რესპირატორულ – ვირუსული დაავადებები – (ლათ. Respiratio სუნთქვა) ვირუსული დაავადებების ჯგუფი, რომლებიც ხასიათდებიან სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსების უპირატესი დაზიანებით. მათ მიეკუთვნება გრიპი, პარაგრიპი, რესპირატორულ – სინციტიალური ინფექცია, რინოვირუსული დაავადება, კოკსაკ – ვირუსული დაავადება, კორონავირუსით გამოწვეული დაავადებები. რესპირატორულ – ვირუსული დაავადებების გამომწვევი ვირუსები მიეკუთვნებიან სხვადასხვა ჯგუფებს და ახასიათებთ

Read More

რეიტერის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რეიტერის დაავადება – 1. რეიტერის სინდრომი, რეიტერის  ტრიადა, ურეთრო – ოკულო – სინოვიური სინდრომი, ინფექციურ – ალერგიული დაავადებაა. ახასიათებს მწვავე ურეთრიტის, კონიუნქტივიტისა და მრავლობითი ართრიტის შერწყმა (ზიანდება ქვედა კიდურთა დიდი სახსრები, ზოგჯერ ხერხემლის სახსრებიც). უვითარდებათ უმთავრესად გენეტიკურად განწყობილ პირებს, რომლებმაც გადაიტანეს არასპეციფიკური ურეთრიტი, დიზენტერია ან იერსინიოზი. სინონიმები:

Read More

პერსისტენცია ვირუსების

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პერსისტენცია ვირუსების – (ლათ. Persistere დარჩენა) ვირუსების ხანგრძლივად დარჩენა მასპინძლის ორგანიზმში ან უჯრედულ კულტურაში. მწვავე ინფექციური დაავადების დროს ვირუსის ორგანიზმში ყოფნის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინკუბაციური პერიოდის ხანგრძლივობითა და დაავადების გაურთულებელი კლინიკური მიმდინარეობის ხანგრძლივობით. ამ ვადაზე მეტად ვირუსის შენარჩუნება წარმოადგენს ვირუსის პერსისტენციას; რიგ შემთხვევებში იგი გრძელდება თვეებისა და წლების,

Read More

მენგოს მენინგოენცეფალიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მენგოს მენინგოენცეფალიტი – მწვავე ვირუსული დაავადება, რომელიც მიმდინარეობს თავის ტვინისა და მისი გარსების უპირატესი დაზიანებით. დაავადების გამომწვევია ვირუსი მენგო. ძირითადი რეზერვუარი ვირუსისა ბუნებაში არიან მღრღნელები; ვირუსის გადამტანები – კოღოებია. დაავადება იწყება მწვავედ, ტემპერატურის მაღალ ციფრებამდე მომატებით, თავის ტკივილით, ცნობიერების დარღვევებით; სწრაფად ვითარდება მენინგეალური და კეროვანი ნევროლოგიური სიმპტომები.

Read More

კომპიუტერული ვირუსი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კომპიუტერული ვირუსი – (ინტ.) computer virus პროგრამა, რომელსაც შეუძლია შექმნას თავისი დუბლიკატები, (არ არის აუცილებელი მათი ზუსტი დამთხვევა ორიგინალთან) და დანერგოს ისინი, გამომთვლელ ქსელებსა და/ან ფაილებში, კომპიუტერის სისტემურ არეებში ან სხვა ობიექტებში, მონაცემებისა და პროგრამების დამახინჯების ან განადგურების მიზნით. ამავე დროს დუბლიკატები ინარჩუნებენ თვითაღწარმოებისა და შემდგომი გავრცელების

Read More