Tag Archives: ზეწოლით

ფიშერის სიმპტომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფიშერის სიმპტომი – (Th.  Fischer,   ინგლ.  ექიმი)   1. სისტოლური შუილი ან მსტვინავი ხიხინები, რომელიც მოისმინება გულმკერდზე ავადმყოფის თავის მაქსიმალურად უკან გადაწევისას; ნიშანია გულმკერდშიგა ლიმფური კვაძების გადიდებისა და მათ მიერ მსხვილ სისხლძარღვებზე და ჰაერგამტარ გზებზე ზემოქმედებისა; 2. პრესისტოლური შუილი, რომელიც მოისმინება შეხორცებითი პერიკარდიტის დროს გულზე ზეწოლით. გაფრთხილება! ბმულები:

Read More

ფიალისებრი ეგზოკრინოციტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფიალისებრი ეგზოკრინოციტი – (exocrinocytus calyciformis ბერძნ. exo  –  გარეთა, crinein  –  გამოყოფა, cytos  –  უჯრედი და ლათ. calyx, calycis  –  ფიალა) ჯირკვლოვანი უჯრედი ენდოდერმული ეპითელიუმის შემადგენლობაში, რომელსაც ფიალისებრი ფორმა აქვს სეკრეტის დაგ­როვების ფაზაში, როდესაც სეკრეტის ზეწოლით უჯრედის ბირთვი გა­და­ინაცვლებს უჯრედის ბაზალურ ნაწილში და გამოყოფს ლორწოვან სეკრეტს. (ც.

Read More

სკალენუს სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სკალენუს სინდრომი – კიბისებრი კუნთის სინდრომი. კისრის არეში ტკივილის შერწყმა მხარის ზემოთ და ხელში  –  იდაყვის მხარეზე ტკივილთან, ხელის პერიფერიულ პარეზთან (უპირატესად დისტალურ ნაწილებში), მტკივნეულობასთან პალპაციის დროს წინა კიბისებური კუნთის მიმაგრების ადგილას, სხივის არტერიაზე პულსის დასუსტებასთან, ადგილობრივ ვეგეტატიურ სისხლძარღვოვან დარღვევებთან. გამოწვეულია ლავიწქვეშა არტერიაზე ზეწოლით და ასევე მხრის

Read More

საზმენის სიმპტომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი საზმენის სიმპტომი – (S.  Suzman,  ინგლ. კარდიოლოგი) პულსაციის გაჩენა ნეკნთაშორის არტერიებზე და ზურგის არტერიების  ფეხზე მდგარი ავადმყოფის ძლიერი დახრისას; ნიშანია აორტის კოარქტაციისა, რაც განპირობებულია მასზე ზეწოლით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

რადიკულური სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რადიკულური სინდრომი – სიმპტომთკომპლექსი, რომელიც წარმოიქმნება ზურგის ტვინის ფესვის დაზიანებით და გამჭოლი ხასიათის ტკივილით, რომელიც გადაეცემა ფესვის ინერვაციის დისტალურ ზონაში, ინერვაციის არეში მგრძნობელობის დაქვეითებით, მყესის რეფლექსების დათრგუნვით, ფესვის მიერ ინერვირებული კუნთის სისუსტითა და ატროფიით. შესაძლებელია გამოწვეული იყოს ზეწოლით (სიმსივნე, დისკის თიაქარი), ანთებითი პროცესით (მენინგორადიკულიტის დროს), იშემიით, ტრავმით.

Read More